სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა ჯავახიშვილის ქუჩაზე 2019 წელს დასრულდება

02 ოქტომბერი 2018, 00:00 2567 ნახვა

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, კოლექტორის გავლით სანიაღვრე  წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში მოიყრის თავს, რომელიც უხვი ნალექის დროს ნინოშვილისა და ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორებიდან სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს.

ლაშა კომახიძის ინფორმაციით,  ამ დროისთვის სანიაღვრე არხის მოწყობა დასრულებულია გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთში, სადაც ამ ეტაპზე წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება.  

სამუშაოების ღირებულება - 3 მილიონ 600 ათასი  ევროა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი