8 წლიანი პაუზის შემდეგ ქობულეთმა თევზის ფესტივალს უმასპინძლა

29 სექტემბერი 2018, 00:00 2441 ნახვა

8 წლიანი პაუზის შემდეგ ქობულეთმა თევზის ფესტივალს უმასპინძლა. სანაპიროზე, ზღვის ნიჟარებით გაფორმებულ სივრცეში თევზისგან დამზადებული კერძები და ზღვის სხვადასხვა პროდუქტი გამოიფინა. სტუმრებს თევზის მომზადების პროცესში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. საზოგადოებივი კოლეჯის წარმომადგენლებმა კულინარიული მასტერკლასები ჩაატარეს.

დაჯილდოვდნენ მეთევზეები, რომლებმაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი თევზი დაიჭირეს. ფესტივალი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში