რამდენად დაცულია ლგბტ თემის უფლებები საქართველოში? გაერო-ს დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის. ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი უკვე თბილისშია. დედაქალაქის გარდა იგი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებს ბათუმსა და ქუთაისშიც განიხილავს.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან. ვიზიტის ბოლოს დამოუკიდებელი ექსპერტი საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს.