ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ ქობულეთში, უფრო კონკრეტულად კი სოფელ ჩაქვისთავში - ეს ის ადგილია, რომელსაც ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული - მტირალას ეროვნული პარკის მონახულებამდე გადიან.
ამ სოფელში დღეს სახალხო დღესასწაული „ჩაქვისთავობა“ აღინიშნა.
სტუმრებს ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცათ. გათამაშდა ტრადიციული ქორწილიც.