გოგო, რომელიც სამ სექტემბერს 5 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულიდან გადმოვარდა, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაშია.
ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება, ის კონტაქტურია.
გოგოს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით ქირურგიული ჩარევა წარმატებით დასრულდა.
პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ის ბათუმში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
შემთხვევა, ჯავახიშვილის ქუჩაზე სამ სექტემბერს მოხდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.