ნ.გოგოლის ქუჩაზე მოძრაობა 1 თვით შეიზღუდება

04 სექტემბერი 2018, 00:00 2403 ნახვა

5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე, გოგოლის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით - მაიაკოვსკის, ნონეშვილისა და შინდისის ქუჩების გავლით. აღნიშნული შეზღუდვა პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება.

გოგოლის ქუჩაზე ხორციელდება წყალარინების საწნევო მილის მოწყობა, რომლის საშუალებითაც თამარისა და ბარცხანის დასახლების წყალარინების ქსელი დაუკავშირდება ადლიის  გამწმენდ ნაგებობას სატუმბი სადგურების გავლით. გოგოლის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ერთ თვეში აღდგება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი