ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე დღეს ღამით მოძრაობა შეიზღუდება

03 სექტემბერი 2018, 00:00 1500 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გამო, დღეს, 21:00 საათიდან ნიჟარაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება .

ქუჩის რეაბილიტაცია მარტში დაიწყო, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარს აგებენ.

სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიის ინფორმაციით, ნიჟარაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ხვალ დილიდან აღდგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად 2019 წლის ივნისში დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში