58 წლის ბეგლარ ელბაქიძემ ზეზელა სტილის ცურვაში 21 კილომეტრი გაიარა. გასული წელს დამყარებული რეკორდი თითქმის 11 კილომეტრით გააუმჯობესა. რეკორდსმენმა სპეცკოსტიუმისა და საცურაო საშუალებების გარეშე, ფეხური ცურვით აჭარის საზღვაო აკვატორიაში 14 ოლიმპიური დისტანცია - 21 კილომეტრი 13 საათსა და 35 წუთში დაძლია. შედეგით კმაყოფილილია რეკოდრსმენიც, თუმცა აღნიშნავს, რომ გამარჯვება დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული.
სტარტი დროშებით ხელში მოცურავემ ბათუმის შუქურასთან აიღო და ქობულეთში დაასრულა. მარათონს რეკორდების დებულებით მოქმედი მსაჯთა ჯგუფი უძღოდა. ბეგლარ ელბაქიძე ხალხური ცურვის ოსტატია და პირველი რეკორდი 2007 წელს თბილისის ზღვაზე დაამყარა. გასულ წელს კი 10 კილომეტრ ნახევარი გადაცურა.