„ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში საზაფხულო თეატრში გურამ თამაზაშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება. მასში ანსამბლები „ალილო“ და „შვიდკაცა“ მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება ყველასთვის ცნობილი ჰიტები, ასევე მონაწილეთა ერთობლივი კომპოზიციები.
საღამოზე სტუდია „ლალე“-ს წევრები და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლებიც იმღერებენ. კონცერტზე დასწრება უფასოა.