დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. აჭარაში 110 ადამიანი ითვლება დაკარგულად. მათი ნაწილი 90 იანი წლებში , ნაწილი კი 2008 წლის ომის კონფლიქტების დროს.ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა ბათუმში.
მემორიალთან დაკარგულების ახლობლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომიტეტის წევრები და მერიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მსოფლიო თარიღს 1983 წლიდან საქართველო კი 2011 წლიდან აღნიშნავს.