საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების 10 კვირიანი კურსი გაიარეს, რომელიც ტაქტიკურ, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებას ითვალისწინებს.
ამის შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, ავიაციისაა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.