''უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი'' – ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ორივე ქვეყანა სექტემბერში პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავს.
შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.
''ახლა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის შესახებ და განსაზღვრულ პირს ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება დააკისროს“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა .