მინდვრის საფარი სავალალო მდგომარეობაშია, რამდენიმე საშინაო შეხვედრას ბათუმის ''დინამო'' ქუთაისში გამართავს

29 აგვისტო 2018, 00:00 1972 ნახვა

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში წერია, რომ კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება "დინამოს" ისევ ქუთაისში მოუწევს.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სპეციალისტები მოიწვიეს და მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. 

''კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა და ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ალბათ გახსოვთ, რომ სეზონის დასაწყისში, სწორედ მინდვრის საფარზე გაფრთხილების გამო ჩვენ მაქსიმალურად გადავდეთ ე.წ. "სახლში დაბრუნების" პროცესი და რამდენიმე საშინაო შეხვედრის გამართვა ქუთაისში მოგვიხდა, მიუხედავად ამისა უარყოფითი შედეგი მაინც დადგა და მინდვრის საფარი სავალალო
მდგომარეობაშია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სასწრაფო რეჟიმში მოწვეული იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები და მათი რეკომენდაციით უკვე მიმდინარეობს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება "დინამოს" ისევ ქუთაისში მოუწევს. სპეციალისტების ვარაუდით აღნიშნული პროცესი სექტემბრის ბოლომდე გასტანს და ეროვნული ლიგა II-ის დასკვნითი, მეოთხე წრის მატჩებს გუნდი საკუთარ კედლებში ჩაატარებს. აქვე დავძენთ, რომ სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით მიმდინარე პერიოდი, მოედნის საფარის გასაუმჯობესებლად და პრევენციისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია.

ჩვენ ვიცით, რომ "დინამო" ბათუმს მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი ყავს და ყველგან და ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ამიტომ ქუთაისში გასამართ მატჩებზე გამგზავრების მსურველ გულშემატკივარს, კლუბის ადმინისტრაცია ტრასნპორტირების და კვების ხარჯებს აუნაზღაურებს'' - წერია განცხადებაში. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი