მარიამობის დღესასწაული დაგვაში

28 აგვისტო 2018, 00:00 3355 ნახვა

მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავენ.  თარიღს განსაკუთრებულად და განსხვავებულად ხვდებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში. სწორედ ამ დღისთვის სოფელში პონტოელი ბერძნები ბრუნდებიან, ხვდებიან ძველ მეზობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს.

დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ საუკუნის ისტორიის მქონე ბერძნების მიერ აგებულ ეკლესიაში, რომელსაც დღეს ბერძნულ - ქართულ ტაძარს უწოდებენ. ბერძნები საქართველოში მე-19 საუკუნეში დასახლდნენ. მეოცე საუკუნის მიწურულს რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ასი ათასს აჭარბებდა, 90-იანი წლების შემდეგ კი საგრძნობლად შემცირდა. ბერძნების უმრავლესობამ დატოვა აჭარაც. მათი ნაწილი რეგიონში დღესასწაულებზე ჩამოდის, მათ შორისაა მარიამობა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი