ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კომახიძის ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის გარდა სამანქანე გზაზე ასფალტს, საფეხმავლო ბილიკზე კი ფილებს აგებენ.
სამუშაოებს შ.პ.ს. ’ზიმო-7’ ასრულებს. პროცესს ქალაქის მერი გაეცნო. პროექტის თანახმად, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ 894 ათას 999 ლარია, რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა სევასტოპოლის ქუჩას.