70 ათასი ლარით გაიზარდა ბიუჯეტი ქედის მუნიციპალიტეტში. თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. დამატებით თანხები გამოიყოფა საწვავისა და მივლინებისთვის საჭირო ხარჯებისთვის.
ეკონომიების სანაცვლოდ გაზრდილ ბიუჯეტს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბიუროკრატიულ ხარჯებად აფასებენ. საკრებულოს დეპუტატმა ვაჟა ბოლქვაძემ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა სხდომა დატოვა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, თანხები მოსახლეობის მოთხოვნებს შეესაბამება.