ცესკო: საოლქო კომისიების მიმართ პროვოკაციული ქმედებები ხორციელდება

25 აგვისტო 2018, 00:00 1945 ნახვა

რამდენიმე საოლქო კომისიაში არაიდენტიფიცირებული პირების მიერ განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიუღებელია. „ცესკო“-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან.

ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც“ ცესკო არ გამორიცხავს ამგვარი ქმედებების გაგრძელებას და მიმართავს  დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი