როდის ჩააბარებს მოსახლეობას ანგარიშს ქედის საკრებულო? ინიციატივა, რომელიც „დემოკრატიის ინსტიტუტს“ ეკუთვნოდა და წინა მოწვევამ დაამტკიცა კიდეც გაუქმებულია - საუბარია პეტიციაზე, რომლის მიხედვითაც დეპუტატებს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაებარებინათ ანგარიში ამომრჩევლისთვის.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიჩნია კანონთან შეუსაბამოდ. ახლა საკრებულოში ამბობენ, რომ მათ წელიწადში ერთხელ აქვთ ოფიციალურად ამის ვალდებულება. ვადა კი 1 ნოემბერს იწურება.