ქედაში სტადიონების რეაბილიტაციისთვის 100 ათასი ლარი დაიხარჯება

22 აგვისტო 2018, 00:00 1890 ნახვა

ქედაში, რეაბილიტაციის გარეშე რჩება რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სტადიონი. როგორც, ქედის მერის პირველი მოადგილე განმარტავს,  საპროექტო ღირებულებამ ბიუჯეტის რესურს გადააჭარბა. როლანდ ბერიძის ინფორმაციით, მოხდება დამატებით თანხების მოძიება, ან პროექტის კორექტირება.

ამ ეტაპზე უკვე დაიწყო 9 აპრილის ქუჩაზე ასებული სტადიონის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში შეკეთდება დაზიანებული რკინის კონსტრუქციები. ქედის მერიას სტადიონების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 100 ათასი ლარი აქვს განსაზღვრული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი