ქობულეთის ბიბლიოთეკაში წიგნებისთვის შესაფერის პირობებს ითხოვენ

21 აგვისტო 2018, 00:00 1632 ნახვა

სიძველისგანაა დაზიანებული ქობულეთის ბიბლიოთეკა - წვიმის დროს შენობის კედლებიდან წყალი ჟონავს. ნესტით გაჟღენთილ ოთახებში კი წიგნები ინახება. ბიბლიოთეკის თანამშრომლები გათბობისა და გაგრილების, ამასთან ვენტილაციის სისტემის დამონტაჟებას ითხოვენ.

საცავში, სადაც 36 ათასი წიგნი ინახება, ჯერ - ჯერობით კაპიტალურ რემონტს ვერ ჩაატარებენ, რადგან ქობულეთის მერიის ცნობით ამ ეტაპზე თანხები არაა ბიუჯეტში გაწერილი, თუმცა რემონტდება შენობის ის ნაწილი სადაც ანსამბლია განთავსებული. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი