ნაპირსამაგრი სამუშაოები ქობულეთში

19 აგვისტო 2018, 00:00 1477 ნახვა

ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროზე ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 135 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია 830 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება.

სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ პირველი ეტაპის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 8 თვეში უნდა დაასრულოს.მერის მოადგილის ინფორმაციით ტენდერი გამოცხადდება ასევე სასეირნო ბილიკის მოსაწყობადაც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი