''ღირსეული პარტნიორი 2018'' დასრულდა

15 აგვისტო 2018, 00:00 1529 ნახვა

„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო შეასრულა. წელს საჩვენებელ სწავლებაში ქართველმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საჩვენებელ წვრთნაში ასევე, პირველად მონაწილეობდა ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“.

 საჩვენებელი საბრძოლო  სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერა გერმანულმა ქვეითთა საბრძოლო მანქანამ „მარდერი“, ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანამ „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებულმა T-72 ტანკებმა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებმა აღმოუჩინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი