სხვისი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

14 აგვისტო 2018, 00:00 1741 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაუკავშირდა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000  დოლარის გადახდის სანაცვლოდ,  საკუთრებაში გადასცემდა დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში  არსებულ  4-ოთახიან ბინას. ბრალდებული   აღების ფაქტზე დააკავეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი