ხელოვნების ფესტივალი ,,არგანი“ უკვე მესამედ ბათუმში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ცენტრალურ პარკში მისულებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები.
ორგანიზატორები სტუმრებს ქალაქის არტ - ობიექტისა და გრაფიტის შექმნას სთავაზობენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები ცეკვასა და სიმღერაში, კონცერტები, ინტელექტუალური თამაშები და ფოტოგამოფენები.