შეხვედრა ზორტიყელის მთის მოსახლეობასთან. იალაღებზე მცხოვრებლების პრობლემებს რეგიონის პირველი პირი გაეცნო. თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანეთში ხულოს მერთან ერთად იმყოფებოდა. ზორტიყელის მთაზე შუამთობის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. “სწრაფი ტემპებით უნდა გადაიჭრას ძალიან ბევრი საკითხი.
ჩვენ განვახორციელებთ ისეთ ღონისძიებებს, რომ ხელი შეეწყოს ჩვენს მოქალაქეებს უკეთ იცხოვრონ მთაში. მთის გაძლიერება კი ხელს შეუწყობს როგორც ბარის, ისე მთლიანად ქვეყნის გაძლიერებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.