კურორტ ბეშუმში კვლავ ელექტრონერგიის მიწოდების პრობლემაა

10 აგვისტო 2018, 00:00 2377 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში, კურორტ ბეშუმში კვლავ ელექტრონერგიის მიწოდების პრობლემაა. აჭარის ტელევიზიას კურორტიდან რამდენიმე დამსვენებელი დაგვიკავშირდა, მათი ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა და უშუქობის გამო გამათბობლებს ვერ იყენებენ.

შეფერხება რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. ხულოს მერის მოადგილე აცხადებს, რომ ბეშუმში უკვე შეიცვალა დაზიანებული ტრანსფორმატორი, მიმდინარეობს ახალი სადენების გაჭიმვა, რამაც დატვირთული ქსელის განტვირთვა უნდა უზრუნველყოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი