წყალდიდობა თურქეთში: საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან

09 აგვისტო 2018, 00:00 2036 ნახვა

წყალდიდობა იყო თურქეთში, კერძოდ ორდუს პროვინციაში. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ  არიან. როგორც იცით ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ამ პროვინციაში სეზონური სამუშაოების დროს ჩადიან.  საკონსულოს ინფორმაციით, მათ აქვთ საკვები და საფრთხე არ ემუქრებათ.

თურქეთში, ქალაქ ორდუში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, 8 ხიდი წაიღო - ამის შესახებ თურქული მედია წერს.  სტიქიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მაშველებმა კი 165 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი