შუახევში სახალხო დღესასწაულ შუამთობისთვის ემზადებიან

07 აგვისტო 2018, 00:00 3637 ნახვა

შუახევში სახალხო დღესასწაულ შუამთობისთვის ემზადებიან. კვირეულის ფარგლებში მთა ჩირუხში შუამთობა 12 აგვისტოს გაიმართება.   სახალხო დღესასწაულზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად  მოეწყობა მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძების გამოფენა. ღონისძიებაში  ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მოწვეული ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას.  

ტრადიციული დღესასწაული შუახევის მთებში 2 აგვისტოდან დაიწყო და 12 აგვისტოს მთა ჩირუხში გამართული ღონისძიებებით დასრულდება. შუამთობა შუახევში ტრადიციულად ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება. შუამთობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 ათასი ლარი დაიხრჯება.

ამავე კატეგორიაში