მწვანე ტბასთან მისასვლელად 3 კილომეტრისა და 200 მეტრი სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. გზასთან ერთად დაგეგმილია თანამედროვე ხის კოტეჯების მშენებლობაც. ამ ეტაპზე განაშენიანების გეგმის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, მოსახლეობასთან მოლაპარაკების შემდეგ კი ოჯახებს, რომელთაც მწვანე ტბაზე საცხოვრებელი გააჩნიათ სახელმწიფო მათ თანამედროვე ტიპის შენობების ასაშენებლად დაეხმარებათ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა.