საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ''კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი'' დასრულდა. მონაწილეები 2 კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და სამართალწარმოების პროცედურებზე.
პროექტში უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის 27 სტუდენტი მონაწილეობდა. მათ სერთიფიკატები გადაეცა.