სოფელ საციხურში ბიბლიოთეკა გაიხსნა

01 აგვისტო 2018, 00:00 1710 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის, საციხურის თემში ბიბლიოთეკა გაიხსნა. მრავალფუნქციურ შენობაში გამოყოფილ სივრცეში ამჟამად 1000-მდე წიგნია დაცული. წიგნები ადმინისტრაციას ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებმა გადასცეს. ძირითადად ქართული, თუმცა უცხოური ლიტერატურაც.

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ათობით ბიბლიოთეკა 2005 წელს გააუქმეს, მაშინ წიგნების ნაწილი სკოლებში გადაიტანეს. ბიბლიოთეკების აღდგენა და ხელახალი გახსნა ახლახანს დაიწყო, ხულოში ჯერ - ჯერობით 8 ბიბლიოთეკაა აღდგენილი. ახლა ახალი გამოწვევა ინტერნეტია, რომელიც ჯერ - ჯერობით ახალგახსნილი ბიბლიოთეკისთვის მიუწვდომელია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში