სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფელი

01 აგვისტო 2018, 00:00 2941 ნახვა

7 თვე სასმელი, საბანაო, სარწყავი და საერთოდ ნებისმიერი დანიშნულებისთვის აუცილებელი წყლის გარეშე – ეს სოფელი ვაშლოვანია, სადაც 80 ოჯახს წყალი საერთოდ არ აქვს. მოქალაქეები დასალევად წყალს 8 კილომეტრიდან ეზიდებიან, სხვა საჭიროებებს კი ფაქტობრივად ვერ იკმაყოფილებენ. დაშრა მდინარე, გაუქმებულია ჭები.

ადგილობრივები მხოლოდ გაწვიმების იმედად არიან დარჩენილი. ეს ის საკითხია რომლის მოგვარების მოთხოვნითაც საკრებულოს ყველა წევრი გაერთიანდა ბოლო სხდომაზე. პრობლემა რომლის შესახებაც ყველამ იცის. მერიას კი საკითხის მოსაგვარებლად ჯერ პირველი ნაბიჯი, პროექტის შესასყიდად ტენდერი აქვს გამოსაცხადებელი, არადა ვაშლოვანში წყალი წლის დასაწყისიდან არ აქვთ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში