ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

31 ივლისი 2018, 00:00 2549 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნოდარ დუმბაძე  აჭარის მტავრობის ყოფილ თავმჯდომარეს  არჩილ ხაბაძესა და  ეკონომიკის ყოფილ მინისტრ  დავით  ბალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით,  ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული  საცხოვრისის ლიკვიდაციის  პროგრამის ფარგლებში  ბარაკული საცხოვრებლები უნდა დანგრეულიყო, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებდა, თუმცა  არჩილ ხაბაძემ  თავისი და დიანა ხაბაძე უზრუნველყო საცხოვრებელით.  

ნოდარ დუმბაძის მტკიცებით  კორუფციულ სქემაში, რომლისთვისაც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა  ჩართული იყო დავით ბალაძეც. დეპუტატი პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს და უახლოეს  პერიოდში  საჩივრის დაწერასაც აპირებს. 

ამავე კატეგორიაში