21 ათასი 800 ლარი ქლორის კონტეინერის გადასატანად

29 ივლისი 2018, 00:00 1818 ნახვა

ხულოდან ქლორის კონტეინერის გასატანად21 ათას 800 ლარი დაიხარჯება. დანადგარი 10 წლის წინ სპეციალური წესების დაცვის გარეშე ხულოს წყლის რეზერვუართან დასახლებული პუნქტის მიმდებარედ დადგეს. მისი დანიშნულება წყლის გაფილტვრა იყო, თუმცა სპეციალურ კონტეინერი არ ფუნქციონირებდა, მოსახლეობა კი შიშობს, რომ ბალონიდან ქლორის გამოჟონვა ხდება, რაც უარყოფითად აისახება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ქლორის კონტეინერის შეისწავლეს და უსაფრთხო ადგილას გადატანის მიზნით მათ მერიას სარეკომენდაციო წერილით რამდენჯერმე მიმართეს. კონტეინერში 800 ლიტრი ქლორია. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ აირბალონის დემონტაჟზე მოლაპარაკება ამ ეტაპზე შესაბამის ორგანოებთან მიმდინარეობს და მისი გატანა ზაფხულის ბოლომდე მოხდება

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში