ქვის ლოდების ცვენის გამო დაცარიელებული სოფელი

27 ივლისი 2018, 00:00 2334 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში დახმარებას ითხოვენ. ოჯახები ამბობენ რომ ვეღარ ახერხებენ კლდიდან ქვების ცვენის შეჩერებას.

არსებობს გეოლოგიური დასკვნა, სადაც ვკითხულობთ – ვითარება საფრთხეს უქმნის ოჯახებს, აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ან მათი განსახლება.

ხულოს მერია განსახლებისთვის აუცილებელი პირობების დასაკმაყოფილებლად დამატებითი მოკვლევის, ახლა უკვე ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. ცნობისთვის საფრთხის ქვეშაა ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელშიც სამი პირი შეზღუდული შესაძლებლობებისაა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში