აჭარის მთავარ სამმართველოში კანონს არღვევენ, პოლიციელები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებთან დაგვიანებით გვიშვებენ - განცხადება ადვოკატების სახელით დღეს ზაზა პაპიძემ გააკეთა. მისი განმარტებით, კანონის უგულებელყოფა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულთა გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.
ადვოკატის მტკიცებით, სამმართველოს შიდა პერიმეტრზე მანამ არ უშვებდნენ, ვიდრე სახალხო დამცველი და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები პროცესებში არ ჩაერთვნენ.
''მოწმე მოიყვანეს, მოწვეული ვიყავი ადვოკატად. ნახევარი საათის განმავლობაში არ მიშვებდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. იმისთვის, რომ კონსულტაცია გამეწია. შემდეგ დავრეკე სახალხო დამცველთან, ვთხოვე დახმარება, დავრეკე ''ადვოკატის უფლებათა კომიტეტის'' წევრებთან. ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა შეხვედრა. ადვოკატები სწორედ ამ საკითხს ვაპროტესტებთ, ამას უკვე სისტემატური ხასიათი აქვს. როდესაც მოვდივართ აქ, გველოდება ბრალდებული ან მოწმე, ყოველთვის გვაყოვნებენ. სხვადასხვა მიზეზით. თუ მოწმე გამოკითხეს და მერე შეგვიშვეს რა აზრი აქვს. ამას ჩვენ ვუკავშირებთ ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეს. ამ საქმეზე მოწმეებს კანონდარღვევით კითხავდნენ. მათი ინტერესი არის, ადვოკატის დასწრების გარეშე მოწმისგან ინფორმაცია მიიღონ'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან რამინ პაპიძემ.