ხულოს  მოსახლეობას  წყალი  გრაფიკით  მიეწოდება

26 ივლისი 2018, 00:00 1430 ნახვა

დაბა ხულოს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლელობას წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება. დილის 8 საათიდან რამდენიმე საათით და საღამოს ცხრა საათიდან 23 საათამდე. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ გრაფიკი აბონენტების რაოდენობის ზრდამ და ჰაერის ტემპერატურის მატებამ გამოიწვია.

ლაშა ბოლქვაძის განცხადებით, მთა საჯოგიადან ახალი მაგისტრალის გაყვანა მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, პროექტზე 300 ათას ლარამდე იხარჯება,  რის შემდეგაც ხულოში წყლის პორბლემა მოგვარდება.  ასევე დაწყებულია კაეფ-დაბლიუს დაფინანსებით მაღალმთიანი აჭარის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროგრამა,  რის შემდეგაც გამრიცხველიანებაზე მოხდება.

პროექტი 7 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი