აჭარაში დღეს 38 გრადუსამდე დაცხება 

25 ივლისი 2018, 00:00 2635 ნახვა

საქართველოში ინტენსიურად ვრცელდება ცხელი და მშრალი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც დასავლეთში ტემპერატურა +35, +40 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი +32, +37 გრადუსი იქნება.

სანაპირო კურორტებზე (ბათუმი, ჩაქვი, ქობულეთი) +34, +36 გრადუსამდე დაცხება, მთიან რაიონებში კი  (ქედა, შუახევი, ხულო) უფრო მაღალი ტემპერატურა, +36, +38 გრადუსი სიცხე დაფიქსირდება.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გავლენით, სითბოს შეგრძნებითი ინდექსი (heat index) იქნება უფრო მაღალი, ვიდრე რეალური ტემპერატურა და გაუტოლდება +39, +41 გრადუსს.

მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ინდექსით 8-10  (UV index) ძალიან მაღალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი