ტრაპიზონის აეროპორტში, თბილისი-სტამბოლის ავიარეისი ავარიულად დაეშვა. ბორტზე საქართველოს 50 მოქალაქე იმყოფებოდა. მათ შორის 4 ბავშვი.
თურქეთში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაცია სტაბილურია და არ არიან დაშავებულები. „ამ დროისათვის სიტუაცია ნორმალურია, პანიკის ან პრეტენზიების ნიშნები არ შეიმჩნევა. 151 მგზავრთა შორის არის 50 საქართველოს მოქალაქე“ _ უთხრეს საკონსულოს წარმომადგენლებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მათივე ინფორმაციით, დაახლოებით ორ საათში მგზავრები გაფრინდებიან სტამბოლში სხვა თვითმფრინავით. ტრაპიზონის აეროპორტში გენერალური კონსული და საკონსულოს თანამშრომლები იმყოფებიან.