29 წლის თორნიკე რიჟვაძეს განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, არის ლონდონის "სიტის" უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.
2013 -2017 წლებში იგი აჭარისწყალი ჯორჯიას ჯერ იურიდიული მრჩეველი შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორად კი 2017 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა.