რატომ  ვერ შენდება ბათუმში საპირფარეშეობი?

17 ივლისი 2018, 00:00 2939 ნახვა

ტურისტულ ქალაქში კვლავ პრობლემაა საზოგადოებრივი საპირფარეშოების რაოდენობა – ეს საკითხი წლებია დგას დღის წესრიგში, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა.

დამატებითი საპირფარეშოების განთავსებისთვის ტურიზმის დეპარტამენტმა სპეციალური ადგილების სია მოამზადა, რომელიც ქალაქის მერიას გადაუგზავნა, მერიაში ამტკიცებენ რომ წერილი იანვარშივე გადასცეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ უწყებაში კი ამბობენ რომ მსგავსი არაფერი მიუღიათ. მოკლედ ჯერ კიდევ უცნობია როდის განთავსდება, ან განთავსდება თუ არა წელს დამატებითი საპირფარეშოები ქალაქის ტერიტორიაზე. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი