ხულოს პოლიციის უფროსად ვახტანგ ბერიძე დაინიშნა, რომელიც წლების წინ ამავე უწყების ხელმძღვანელი იყო. იგი ბოლო რამდენიმე თვე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი ხულოს პოლიციის უფროსად.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამ დროისთვის არავინ დანიშნულა სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე.