უწყლოდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი სოფელ მუხაესტატეში. აიპი ქობულეთის სოფლის წყლის დირექტორის დაპირების მიუხედავად, რომ დღის ბოლოს პრობლემას მოაგვარებდნენ არ შესრულდა.
ადგილობრივები როგორც ჩვენ გავარკვიეთ ამ ვითარებაში წლებია არიან. სოფელს 5 დღეა წყალი საერთოდ არ მიეწოდება, რაც დღეს პროტესტის მიზეზი გახდა. აქციაზე მისულმა ქალაქის მერის მოადგილემ კი პრობლემა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებით ახსნა.