“კომუნიკაბელური და შესაბამისი გამოცდილების მქონე”- ასე ახასიათებს “ქართული ოცნების” რჩეულს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ზაალ მიქელაძე, რომელიც ერთ-ერთი იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის 6 სავარაუდო კანდიდატურას შორის.
იქნება თუ არა თორნიკე რიჟვაძის მინისტრთა კაბინეტში ? ამბობს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს უმრავლესობა და რამდენად საჭიროა ის გუნდისთვის. თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ზაალ მიქელაძე კვლავაც სამედიცინო სფეროში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.