ბეშუმი ტურისტულ სეზონზე

08 ივლისი 2018, 00:00 1970 ნახვა

ბოლო ერთი კვირის მანძილზე კურორტ „ბეშუმს“ 15-მდე ვიზიტორი ესტუმრა. აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები წელსაც გრძელდება. მერის მოადგილის ინფორმაციით კურორტზე ორი ახალი სტადიონი შენდება,  მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება და საფეხმავლო ბილიკის კეთილმოწყობა.  ლაშა ბოლქვაძის განცხადებით კურორტზე „შუამთობისთვის“დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

ხულოს მერის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს დაურეგისტრირებელი ნაკვეთები დაირეგისტრირონ, ვინაიდან მათი აბონენტებად აღრიცხვა მოხდეს. მერიაში განმარტავენ რომ კურორტი მზადაა ვიზიტორების მისაღებად და ელექტროენერგიის და წყლის პრობლემა მოგვარებულია. ასევე ახალი სეზონიდან გოდერძიდან -ბეშუმის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზა მოეწყობა. ხულოდან - გოდერძამდე კი გზა ისევ ამორტიზირებულია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში