სოფელ დიაკონიძეების მოსახლეობას შუახევჰესის მშენებელ კომპანიაში პასუხობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვათაცვენა სოფელში ჰესის მშენებლობის დაწყებამდეც მიმდინარეობდა.
კომპანია შუახევჰესში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორია რამდენჯერმე შეისწავლა ტექნიკურმა ჯგუფმა და კავშირი გვირაბის გაყვანასა და ქვების ცვენასთან არ დადგინდა.