გამომძიებლებს და ზვიად კუპრავას კომისიის სხდომაზე ხვალ დაკითხავენ

01 ივლისი 2018, 00:00 1371 ნახვა

ხვალ დაკითხავს საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ზვიად კუპრავას, საქმის გამომძიებელს, დეტექტივების სამმართველოს უფროსსა და თბილისის პოლიციის უფროსს. ასევე მომდევნო კვირიდან ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანთა დაკითხვაც დაიწყება, თუმცა დახურულ ფორმატში, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

ხვალ კომისია იმ რეკომენდაციებზეც იმსჯელებს, რომელიც მესამე სექტორს გუშინ გააცნეს. მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ ორივე რეკომენდაციას მხარს უჭერს.

ამავე კატეგორიაში