ქლორით დატვირთული კონტეინერი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

29 ივნისი 2018, 00:00 1902 ნახვა

სპეციალური ბალონი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხულოში დაამონტაჟეს და წყლის დაქლორვის ფუნქცია უნდა ჰქონოდა, ამ დრომდე უფუნქციოდაა.

უფრო მეტიც, მისი უსაფრთხო ადგილას გადატანისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტს ამჟამად 20 ლარზე მეტის დახარჯვა მოუწევს. მიზეზი, ბალონში განთავსებული 800 ლიტრზე მეტი ქლორია.

ბალონის მიზნობრიობასთან ერთად, ახლა ხულოში იმას ადგენენ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ბუნებას და მოსახლეობას, ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში