სხალთის მთავარეპისკოპოსი ხულოს მერიის შენობის საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს

29 ივნისი 2018, 00:00 2015 ნახვა
00:00
00:00

ხულოს მერიის შენობის საქართველოს ეკლესიისთვის  გადაცემას ითხოვს სხალთის მთავარეპისკოპოსი  მეუფე სპირიდონი. საკითხთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა ჩატარდა ხულოსა და ხიჭაურში. შეხვედრებზე გაჟღერდა, რომ ძველი ადმინისტრაციული შენობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტს გადაეცეს, რომელიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით  დაარსდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მოთხოვნას 3 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.

საკითხს ხულოს მერი გოჩა მელაძე გამოეხმაურა.  მისი განმარტებით, მოქმედი  მერიის შენობის  გადაცემის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ახალი ადმინსტრაციული შენობის აშენების შემდეგ მოსახლეობასთან შეთანხმებით გადაწყვეტენ თუ რისთვის გამოიყენებენ ახლანდელ მერიის შენობას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი