სამშობიარო სახლები დონეების მიხედვით განისაზღვრება

15 ივლისი 2016, 00:00 3898 ნახვა

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიკვდილიანობის შემცირება, ამ თემაზე ისაუბრა დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე. მან აქცენტები საქართველოში არსებული სამშობიარო სახლების მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე გააკეთა. მინისტრის თქმით, სამშობიარო სახლებს უნდა მიენიჭოს დონეები, ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური  მომსახურეობის მიხედვით. პროექტი საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების  და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში